“ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ და ჩვენს ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ სისხლი დაღვარონ და ძალისმიერი მეთოდებით გააკეთონ ის, რასაც უკარნახებს „ნაცმოძრაობა“, კერძოდ, განმეორდეს მეიდნის სცენარი” – ვოლსკი
“ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ და ჩვენს ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ სისხლი დაღვარონ და ძალისმიერი მეთოდებით გააკეთონ ის, რასაც უკარნახებს „ნაცმოძრაობა“, კერძოდ, განმეორდეს მეიდნის სცენარი. პირდაპირ ამბობენ ამას და სააკაშვილი გათავისუფლდესო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკოსების საქართველოში ვიზიტებზე საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.
„სააკაშვილმა, ფაქტობრივად, პოლიტიკური მმართველობა მთლიანად გადააბარა ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. საერთოდ უარი თქვა პოლიტიკურ მმართველობაზე, შესაბამისად წითელ ხალიჩაზე იყო მიწვეული, რუსეთის ინტერესები მნიშვნელოვნად დააკმაყოფილა. ბალტიისპირელები განსაკუთრებით მხარს უჭერენ. აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით კიდევ პოლონეთი – ეს იყო შემადგენლობა, რომელიც სააკაშვილს ატარებდა ხელის გულზე. ესენი იყვნენ მისი ლობისტები“, – აღნიშნა ვოლსკიმ.