“გილოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს (ხატთა თაყვანისცემას), წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნას და საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღიარების დღეს” – საპატრიარქო
“გილოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს (ხატთა თაყვანისცემას), წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნას და საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღიარების დღეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“35 წლის წინ, 1990 წელს, მართლმადიდებლობის ზეიმზე (მაშინ ეს დღე 4 მარტი იყო), კონსტანტინეპოლში მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოს I-მა, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს საზეიმოდ გადასცა V ს-დან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საქართველოს ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და მტკიცების სიგელები (ტომოსები). ეს იყო და არის დიდი მოვლენა ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში.
გილოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს (ხატთა თაყვანისცემას), წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნას და საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღიარების დღეს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.