მარიამ ქვრივიშვილი – გუდაურში მიმდინარე შეჯიბრზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე; მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის
“ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დადებითი შეფასებები მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, მთის ტრასების სააგენტომ, ფედერაციამ შესრულებული საქმისთვის, რამაც განაპირობა ჩემპიონატის ძალიან მაღალი ხარისხით ჩატარება“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, მინისტრის მოადგილე გუდაურში იმყოფება, სადაც მსოფლიო თასის მესამე ეტაპი იმართება სნოუბორდ კროსში.