რომან კაკულია: ტრამპის კომპანიების უკრაინაში შესვლა იქნება ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი

,,ტრამპის კომპანიების უკრაინაში შესვლა იქნება ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი. ზელენსკი ვერ აფასებს ამას. ამერიკისგან მეორეხარისხოვანი ასეთი დაცვა ჯობია, ევროკავშირისგან შეთავაზებულ ატომური იარაღით დაცვას”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ კი ტრამპი უკრაინაში თავისი კომპანიებით შევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ მიატოვებს მას და აშშ იქნება მყარი დაცვის გარანტი.

„სამწუხაროდ უკრაინა ვერ ხვდება იმას, რა შესთავაზა ტრამპმა? ტრამპმა მას შესთავაზა ეკონომიკური ოკუპაცია. როცა ეუბნება, რომ მე ამას გთავაზობ, რომ შემოვალ ჩემი კომპანიებით, ხალხი იწყებს იმაზე საუბარს იქ რამდენია ეს წიაღისეული, ღირს თუ არა. აქ სულ სხვა რამე არის.

ეკონომიკური ოკუპაციის ტერმინი, შალიკაშვილი იყო ერთი, მაღალი თანამდებობის პირი ნატო-ში და მან თქვა, რომ „ეკონომიკური ოკუპაცია გაცილებით ხანგრძლივიაო და მყარი ვიდრე სამხედრო ოკუპაციაო“. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ტრამპმა იქ, რომ მისი კომპანიები შევიდნენ და მერე ასეთმა ტრამპმა იქ, რომ რამე აირიოს მიატოვოს.

ტრამპის შეთავაზებას რუსეთი თუ საერთოდ დათანხმდება ეგ კიდევ საკითხავია. იმიტომ, რომ ეს ეკონომიკური ოკუპაციის თემაა. ოკუპაცია ცოტა მძაფრი სიტყვაა, მაგრამ რასაც სთავაზობს ტრამპი უკრაინას, ეს პატარა რამე არ არის გარანტიების სახით.

ახლა უნდა დაველოდოთ იმას სამშვიდობო შეთანხმების შინაარსი რა იქნება. მაგრამ კომპანიების შესვლა იქნება ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი. გასაგებია, რომ უკეთესი იქნებოდა უფრო მყარი მექანიზმები მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ზელენსკი ვერ აფასებს ამ დაცვის მექანიზმების შეთავაზებასაც. ასეთი ამერიკისგან მეორეხარისხოვანი ასეთი დაცვა ჯობია, ევროკავშირისგან შეთავაზებულ ატომური იარაღით დაცვას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები