“გასული სამი წლის განმავლობაში ვაკეთებდით აქცენტს, რომ ეს არ იყო უბრალოდ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება, არამედ იყო უფრო ფართო მასშტაბიანი გლობალური დაპირისპირების ერთი კონკრეტული კომპონენტი” – მახაშვილი

“ჩვენ გასული სამი წლის განმავლობაში ვაკეთებდით აქცენტს, რომ ეს არ იყო უბრალოდ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება, არამედ იყო უფრო ფართო მასშტაბიანი გლობალური დაპირისპირების ერთი კონკრეტული კომპონენტი”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

„სწორედ ამიტომ ვიყავით ძალიან ფრთხილი ჩვენს პოლიტიკაში, როდესაც საქმე ეხებოდა საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს. საბოლოოდ, ჩვენი მიზანი იყო, რომ როგორც უკრაინის ჩათრევა მოხდა ომში, არ მომხდარიყო საქართველოს ჩათრევაც ამ გლობალურ დაპირისპირებაში.

იმ ვაიპოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს უბიძგებდნენ ამ გლობალურ დაპირისპირებაში, იმის საფარქვეშ, რომ ვითომ რომელიმე ჩვენს პარტნიორ ქვეყანას უნდა დავხმარებოდით აუცილებლად, დღეს მინდა, ვკითხო – რას პასუხობენ თავიანთ ამომრჩეველს, როდესაც ქვეყანას ასეთი განსაცდელისკენ უბიძგებდნენ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები