“თვითმმართველობის მომავალი არჩევნები იქნება ქვეყანაში მოსახლეობის განწყობის კარგი შემფასებელი და პოლიტიკურ ძალთა რეალური ძალის ამწონავი” – ქადაგიშვილი

“თვითმმართველობის მომავალი არჩევნები, რა თქმა უნდა, იქნება ქვეყანაში მოსახლეობის განწყობის კარგი შემფასებელი და პოლიტიკურ ძალთა რეალური ძალის ამწონავი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

“[ოპოზიცია] არ მიიღებს მონაწილეობას? როგორც იტყვიან, წმინდა ადგილი თავისუფალი დიდხანს არ დარჩება და გამოჩნდებიან ან სხვა, ან შეიქმნებიან ახალი პოლიტიკური ძალები, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შემოვა იმ პატივისცემით, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველო იმსახურებს”, – ამბობს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები