ლევან მახაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: თუ ისინი აპირებენ, რომ იგივე შეცდომა დაუშვან, რაც დაუშვეს საპარლამენტო არჩევნებზე, ეს მათი ნებაა

„თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია,“ – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4 ოპოზიციური პარტიის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ ქართულ რეალობაში რამეს წარმოადგენდეს, არჩევნები არის საუკეთესო გამოსავალი.

„თუ ისინი აპირებენ, რომ იგივე შეცდომა დაუშვან, რაც დაუშვეს საპარლამენტო არჩევნებზე, ეს მათი ნებაა. მაგრამ თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ ქართულ რეალობაში, ქართულ პოლიტიკაში რამეს წარმოადგენს, ადგილობრივი [თვითმმართველობის ორგანოების] არჩევნები არის საუკეთესო გამოსავალი და შესაძლებლობა, რომ ეს დაამტკიცონ და დაანახვონ მოსახლეობას, ხოლო თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, „გირჩია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები