ავთანდილ ცინცაძე კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: ისეთი სპორტსმენით, როგორიც კახი კალაძეა, ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ავთანდილ ცინცაძე უკრაინის გადაწყვეტილებას რაც კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდების ჩამორთმევას გულისხმობს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ისეთი სპორტსმენით,როგორიც კახი კალაძეა ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა.

„ისეთი სპორტსმენით,როგორიც კახი კალაძეა ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა! ხოლო გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინამ მასთან დაკავშირებით მიიღო,ამ ქვეყნის ახლანდელ, ძალიან მძიმე მდგომარეობას დავაბრალებ“, – წერს ავთანდილ ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები