პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა – დაიღუპა 12 ადამიანი

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ექვსი ბავშვი,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

როგორც ცნობილია, დაშავდა 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ჩამონგრეული შენობებისა და კედლების ქვეშ მოჰყვნენ.

პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებები ავტომანქანაში იყო მოთავსებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები