მაკა ბოჭორიშვილი: უზბეკ კოლეგასთან შეხვედრისას, განვიხილეთ ის საკითხები, რაც სასიკეთო იქნება ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის

„უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ის, რაც სასიკეთო იქნება საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სრულად იქნეს ათვისებული ის პოტენციალი, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის როგორც პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით.

როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, უზბეკ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ფართო რეგიონში არსებულ ვითარებას და მის გავლენას საქართველოსა და უზბეკეთზე. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მიმდინარე პროცესების ფონზე, ორივე ქვეყნის მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

„ორივე ქვეყანა იზიარებს მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობას, იმისათვის რომ შევძლოთ უკეთესი ეკონომიკური თანამშრომლობა, მეტი ეკონომიკური პროექტის განხორციელება და წვლილის შეტანა ჩვენი რეგიონის განვითარებაში“ – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები