ოდესაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
გასული ღამის განმავლობაში, რუსებმა ოდესის რეგიონზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ კიპერმა განაცხადა.
ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსული თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა.
ასევე, საჰაერო განგაშის დროს, რუსეთმა ბალისტიკური იარაღით იერიში მიიტანა ბელგოროდ-დნესტროვის ოლქზე. რაკეტა ცარიელ სანატორიუმს მოხვდა, შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა, თუმცა არავინ არ დაშავებულა.