ალექსანდრე ლუკაშენკო – ტრამპს, პუტინს და ზელენსკის მოლაპარაკებებისთვის მინსკში ველოდები

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ზელენსკის, ტრამპსა და პუტინს და მინსკში შეხვედრას სთავაზობს.

„რასაც არ უნდა ფიქრობდეთ მასზე, ზელენსკის დაშინება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია ზელენსკისთან შეთანხმება, რადგან უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს. ასე რომ, მნიშვნელოვანია მოლაპარაკება. თუ გსურთ, ჩამოდით! ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე მხოლოდ 200 კილომეტრია”,- განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, შეთანხმება ზედმეტი აურზაურის გარეშე, მშვიდ გარემოში უნდა წარიმართოს.

“გადაეცით ტრამპს, რომ აქ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ველოდები. თუ მათ შეთანხმება სურთ, ჩვენ მშვიდად შევთანხმდებით“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები