ტრუდო აცხადებს, რომ კანადა აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს დააწესებს

კანადა 155 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს დააწესებს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებულ ტარიფებს, რომელიც დღეს შევიდა ძალაში, „აბსოლუტურად არანაირი გამართლება ან საჭიროება“ არ აქვს.

„შეერთებულმა შტატებმა კანადის, მისი უახლოესი პარტნიორისა და მოკავშირის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ სავაჭრო ომი წამოიწყო. ამავდროულად, ისინი საუბრობენ რუსეთთან პოზიტიურ თანამშრომლობაზე, მატყუარა, მკვლელი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის დასამშვიდებლად“, – განაცხადა კანადის პრემიერმა.

ტრუდოს განმარტებით, 30 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ დაწესდება, ხოლო დანარჩენი 125 მილიარდი კანადური დოლარის საქონელზე ტარიფები 21 დღეში იქნება დაწესებული.

„კანადელები გონიერები და თავაზიანები არიან, მაგრამ ბრძოლაში უკან არ დავიხევთ, არა მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა საფრთხის წინაშე დგას“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

მანვე განმარტა, რომ კანადა საჩივარს შეიტანს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მაგრამ ამასობაში „ჩვენი ტარიფები დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ-ის ტარიფები არ მოიხსნება და არც ერთი წუთით ადრე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები