„ქმედებებია მნიშვნელოვანი და არა სიტყვები“ – მასკი ზელენსკის განცხადებას ეხმაურება
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ქმედებებია მნიშვნელოვანი და არა სიტყვები. ვნახოთ, რა ქმედებები განხორციელდება“, – წერს მასკი პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დააახლოოს მდგრადი მშვიდობა.