ზელენსკი: მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა

უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება მალე მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დაუახლოვდეს გრძელვადიან მშვიდობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა ის, რაც ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისას მოხდა და ახლა სიტუაციის გამოსწორების დროა.

„მინდა გავიმეორო უკრაინის ერთგულება მშვიდობისადმი.

არცერთ ჩვენგანს არ სურს გაუთავებელი ომი. უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება მალე მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დაუახლოვდეს გრძელვადიან მშვიდობას. უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის უნდა. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა.

ჩვენ მზად ვართ სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად და პირველი ეტაპი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში ზავი – აიკრძალოს რაკეტები, შორ მანძილზე მოქმედი დრონები, ენერგეტიკის ობიექტებისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა – და დაუყოვნებლივ ზავი ზღვაში, თუ რუსეთი იმავეს გააკეთებს. შემდეგ ჩვენ გვსურს ძალიან სწრაფად გადავიდეთ ყველა მომდევნო ეტაპზე და ვიმუშაოთ აშშ-თან ძლიერი საბოლოო შეთანხმების შესათანხმებლად.

ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა ამერიკამ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დასახმარებლად. ჩვენ გვახსოვს ის მომენტი, როდესაც ყველაფერი შეიცვალა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას „ჯაველინები“ მიაწოდა. ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის.

ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში ისე არ წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. სიტუაციის გამოსწორების დროა. ჩვენ გვინდა, რომ მომავალი თანამშრომლობა და კომუნიკაცია იყოს კონსტრუქციული.

რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში. ჩვენ ვხედავთ ამ შეთანხმებას, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების მყარი გარანტიებისკენ და იმედი მაქვს, რომ ის ეფექტურად იმუშავებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები