სერბეთში, პარლამენტის პლენარული სხდომის დროს, ოპოზიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საკანონმდებლო სესიაზე, მას შემდეგ, რაც მმართველმა კოალიციამ სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) ხელმძღვანელობით დღის წესრიგი დაამტკიცა, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი პარლამენტის სპიკერისკენ გაიქცა და დაცვის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ, დანარჩენებმა კი ფერადი კვამლი და ცრემლსადენი გაზი გაუსვეს.
ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა. მოგვიანებით პარლამენტის სპიკერმა ანა ბრნაბიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთმა, იასმინა ობრადოვიჩმა ინსულტი გადაიტანა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც გამოცემა იუწყება, ოთხთვიანი სტუდენტური დემონსტრაციების შედეგად, მასწავლებლები, ფერმერები და სხვები ყველაზე დიდი საფრთხე გახდნენ პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ათწლეული მმართველობისთვის, რადგან ბევრი სერბი კორუფციას და მთავრობაში არაკომპეტენტურობას გმობს.