ლუკაშენკო – იშვიათი მიწიერი ლითონების არსებობა ჩვენც უნდა გამოვიკვლიოთ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში იშვიათი მიწიერი ლითონების არსებობის საკითხი ადგილობრივ სპეციალისტებთან დააყენა.

ლუკაშენკომ შესაბამისი განცხადება დღეს გააკეთა. პრეზიდენტმა აქცენტი გეოლოგიურ კვლევაზე გაამახვილა.

“ძალიან აქტუალური თემაა. ამბობენ, რომ ნაგავსაყრელებში გვაქვს იშვიათი მიწიერი მინერალები. დანარჩენი უნდა გამოვიკვლიოთ: ქიმია, ნავთობი, გაზი და ა.შ. შესაბამისი დავალება მინისტრს უკვე მივეცი. ეს არის მომავალი. ჩვენ უნდა ამოვთხაროთ, უნდა ვნახოთ რა გვაქვს მიწაში”, – ხაზგასმით აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში გეოლოგიური კვლევები განუვითარებელ და დაბალ დონეზეა და რომ იშვიათი დედამიწის ლითონების ძიების თემა შიდა სპეციალისტების ხედვის მიღმაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები