შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გალაკტიონისადმი მიძღვნილი ორი წიგნის წარდგენა გაიმართება

5 მარტს, 14:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ჩატარდება ორი წიგნის წარდგენა: „გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“; „გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ტექსტოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევები“.
ლიტერატურის ინსტიტუტის ინფორმაციით, წიგნები მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პროექტის – „ახალი ტექსტოლოგიური კვლევები და გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე (ორენოვანი გამოცემა)“ FR-21-964 – ფარგლებში.
პროექტის ხელმძღვანელი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი მაია ნინიძე.
მისამართი: კოსტავას ქ. N5.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები