გიორგი ურუშაძე: ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას,“ – ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალური კომისია, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას დაითვლის.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც დააზიანა სტიქიამ მათთვის, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება, იქნება მყისიერი რეაგირება. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაითვლის ზარალის ოდენობას“, – განაცხადა ურუშაძემ.

ცნობისთვის, გურიაში, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები