3 მარტი მხატვარ ია არსენიშვილის დაბადების დღეა
3 მარტი მხატვარ ია არსენიშვილის დაბადების დღეა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს მას დაბადების დღეს.
„ია არსენიშვილის შემოქმედება თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისთვის დამახასიათებელია მასალაში ექსპერიმენტატორობა და გამოსახვის ახლებური გზების გაბედულად ძიება. მხატვარი რეალურ მოტივებს პირობით ესთეტიკურ დამაჯერებლობას ანიჭებს და ასე აღწევს დეკორატიულ ხასიათს. ბატიკის ტექნიკასა და აკვარელში შესრულებული კომპოზიციები – დაბალანსებული ფერთა პალიტრით – მხატვრის საინტერესო ხედვასა და ტექნიკის სრულყოფილ ცოდნას ავლენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.