გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი მაესტროს სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, პიანისტი გიორგი ვაჩნაძე.
შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N5 და სიმფონია N3.
ჯანსუღ კახიძე წლების მანძილზე იყო საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1993 წელს დააარსა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.
ჯანსუღ კახიძის სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები