თბილისის ქუჩებსა და ქალაქის შემოგარენში გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
თბილისში მოსული ნალექის გამო, დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიების გზები ინტენსიურად იწმინდება. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
დედაქალაქის მერიის ცნობით, სპეცტექნიკით მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.
ამასთან, მერია ავტომანქანების მძღოლებს მოუწოდებს, რომ ზამთრის საბურავებით იმოძრაონ.
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ. განსაკუთრებით უხვი ნალექია გლდანის რაიონში. ასევე, ამაღამ თოვასთან ერთად, მოსალოდნელია ყინვა. „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, მობილიზებულნი არიან რაიონული გამგეობებიც.
თოვლიანობის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22. დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და დაიყრება ტექნიკური მარილი.
ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავტომანქანების მძღოლებს მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის საბურავებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.