გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
„ გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი,“- ამის შესახებ ინფორმაციას თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ავრცელებს.
„ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.” – აღნიშნულია თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამძიმარში.
ცნობისთვის, ნუგზარ ბაგრატიონი 1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.