ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში სახვითი ხელოვნების კოლექციაში დაცული პორტრეტების გამოფენა გაიხსნა
დღეს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში პირველად გაიხსნა ხელოვნების განყოფილების სახვითი ხელოვნების კოლექციაში დაცული ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული პორტრეტების გამოფენა. მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა მიეძღვნა მხატვარ გრიგოლ მესხის დაბადებიდან 141-ე წლისთავს.
გამოფენაზე წარმოდგენილია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნეში მოღვაწე ქუთაისელი მხატვრების მიერ შექმნილი ქართველ საზოგადო მოღვაწეთა სახეები.გამოფენა 20 მარტამდე გაგრძელდება.