საქსტატი – იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამმუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში.