„ფოს“ – ეკატერინე ბულაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

1-ელ მარტს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ეკატერინე ბულაშვილის მეშვიდე პერსონალური გამოფენა – „ფოს“ გაიხსნება.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე, მხატვრის ოცდაათი ფერწერული და სკულპტურული ნამუშევარია წარმოდგენილი. ფერწერული ნახატები 2024-25 წლებშია შესრულებული და „სინათლის“ თემის ქვეშ ერთიანდება. ქანდაკებების ნაწილში დამთვალიერებელს, როგორც პორტრეტული, ასევე სკულპტურული კომპოზიციების ნახვის შესაძლებლობა ექნება.
ეკატერინე ბულაშვილმა სამხატვრო აკადემია 2014 წელს დაასრულა. იგი ჯერ ფერწერის, შემდგომ კი, ქანდაკების ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტობის პერიოდიდან მონაწილეობას იღებს ჯგუფურ გამოფენებსა და ფესტივალებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოში, პორტუგალიასა და გერმანიაში.
ეკატერინე ბულაშვილის შემოქმედება აერთიანებს – პეიზაჟს, პორტრეტსა და ფიგურატიულ კომპოზიციებს. მის ნამუშევრებს რეალობის ასახვა და შინაგანი სამყაროს ინდივიდუალური პრიზმიდან დანახვა ახასიათებს.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები