ნიკო სამადაშვილის შემოქმედების ტექსტური ბიბლიოგრაფია შედგენილია
ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებამ ნიკო სამადაშვილის შემოქმედების ტექსტური ბიბლიოგრაფია შეადგინა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ბიბლიოგრაფია ელექტრონული წიგნის სახით უკვე განთავსდა ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზა „ივერიელში“.
ბიბლიოგრაფია შეადგინეს ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა თამარ ხიზამბარელმა და დარეჯან თეთრაშვილმა.
გამოცემა იხილეთ: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/534777