ალექსანდრე წულაძე: საქართველოს მასშტაბით ჯამში დაახლოებით 800-მდე სკოლაში არის დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული
საქართველოს განათლების მინისტრმა ქვეყნის რეგიონებში დიდთოვლობის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ ისაუბრა.
„საქართველოს მასშტაბით ჯამში დაახლოებით 800-მდე სკოლაში არის დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული. მას შემდეგ, რაც გაიხსნება გზები და შესაძლებელი იქნება თითოეულ სკოლასთან მისვლა, აუცილებლად ჩავატარებთ ყველა სკოლის მონიტორინგს და მხოლოდ ამის შემდეგ დავრთავთ იქ სასწავლო პროცესის გაგრძელების ნებას. მეორეს მხრივ, სკოლასთან, მშობლებთან ერთად, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით გადაწყდება, თუ როგორ აღდგეს ეს გაცდენილი საათები”, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.