მამუკა მდინარაძე გარკვეული მედიასაშუალებების მიერ მისი ფრაზის კონტექსტიდან ამოგლეჯაზე საუბრობს: როდესაც ასეთ დროს სტიქიის მხარეს დგახარ, რომ ებრძოლო ხელისუფლებას, რომელიც ებრძვის სტიქიას მოსახლეობის გადასარჩენად, ეს კიდევ უფრო მეტი ამორალობაა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეს, რისი მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იმის წარმოჩინებაა, თითქოს, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სტიქიის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინა.
„ტყუილი არის მათი სამარკო ნიშანი. ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, სამწუხაროდ, რომლებსაც უკვე რწმენის დონეზე სჯერათ მათი ტყუილების, თავში აქვთ ეს ტყუილები გამჯდარი და ამით ახერხებენ მანიპულირებას. სამწუხარო რეალობაა, Tumca, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს სიცრუეზე და მთავარი ის არის, რომ დიდი ამორალურობაა, ასეთ დროს რომ მაინც იტყუები. გასაგებია, რომ პოლიტიკური მიზანი გაქვს და იქ იტყუები, მაგრამ როდესაც ასეთ დროს სტიქიის მხარეს დგახარ, რომ ებრძოლო ხელისუფლებას, რომელიც ებრძვის სტიქიას მოსახლეობის, რიგ შემთხვევებში, გადასარჩენად, ეს კიდევ უფრო მეტი ამორალობაა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.