თემურ მღებრიშვილი: ყველა საჭირო საშუალება გაგვაჩნია ადგილზე, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე სპეცტექნიკა და სპეცსაშუალებები

ყველა საჭირო საშუალება გაგვაჩნია ადგილზე, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე სპეცტექნიკა და სპეცსაშუალებები. რაც შეეხება მოხალისეობის საკითხს, მინდა მოვუწოდო ამ ადამიანებს, საჭიროება ნამდვილად არ დგას, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დამატებითი ძალების მობილიზება თუ გახდა საჭირო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გააჩნია შესაბამისი რესურსი.

„მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და გითხრათ, რომ ყველა საჭირო საშუალება გაგვაჩნია ადგილზე, როგორც ცოცხალი ძალა ასევე სპეცტექნიკა და სპეცსაშუალებები. რაც შეეხება მოხალისეობის საკითხს მინდა მოვუწოდო ამ ადამიანებს, რომლებიც ეჭვი არ გვეპარება, რომ  გულისყურით უდგებიან აღნიშნულ – დღეს ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას. ღამის განმავლობაში ჩვენ მოვახდენთ გარკვეულ გადაჯგუფებებს, მონაცემების შედარებას და თუ საჭირო გახდა, რა თქმა უნდა, დამატებითი ძალების მობილიზებაც იქნება შესაძლებელი, აღნიშნულის პრობლემა არ დგას“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები