კულტურის სამინისტროში უზბეკეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები გიორგი მირცხულავა და ბექა დავითულიანი უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილე ბახოდირ ახმედოვსა და უზბეკეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო მიმდინარე წელს, უზბეკეთში ქართული კულტურის დღეების ჩატარებას.
ბახოდირ ახმედოვმა მადლობა გადაუხადა კულტურის სამინისტროს საქართველოში უზბეკეთის კულტურის დღეების მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის და უზბეკეთში ქართული კულტურის დღეების ჩატარების მზადყოფნა გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები