უამინდობის და დიდთოვლობის გამო „საქართველოს რკინიგზა“ კიდევ რამდენიმე რეისს აუქმებს
არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო „საქართველოს რკინიგზა“ კიდევ რამდენიმე რეისს აუქმებს.
27 თებერვალს უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
#802/801 თბილისი-ბათუმი;
#804/803 თბილისი-ბათუმი;
#870/869 თბილისი-ზუგდიდი;
#874-873 თბილისი-ფოთი;
#618/617 თბილისი-ბორჯომი;
#686/685 თბილისი-ბორჯომი;
„მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.