სებ-ის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვარში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 620 მილიონი ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის იანვრის ბოლოსათვის 58.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 620.74 მილიონი ლარით, 1.06%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
მათივე ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის იანვრის ბოლოსათვის 46.63 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.60 პროცენტული პუნქტით.
სებ-ის მონაცემით, იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.14% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.81%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.78%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.84%, ხოლო ევროს წილმა 18.87% შეადგინა.