” საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება, ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს” – ბოჟაძე

” საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება, ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები – 4 ოქტომბერს. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებისთვის მზადებას გულისხმობდა.   ეუთო-ს დასკვნაში შავით-თეთრზე წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო. ოპოზიცია რომ არჩევნებში დამარცხდა, გაიბუტა და პარლამენტში არ შემოვიდა, ეს რეალობას არ ცვლის, პარლამენტი მუშაობს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნები არ განიხილება. რაც უფრო მალე გამოერკვევიან და ეცოდინებათ, რომ არჩევნები არ დაინიშნება, მით უფრო მალე დაიწყებენ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები