იანვარში კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა
2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 459.03 მილიონი ლარით (0.74%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.28%-ით შემცირდა) და იანვრის ბოლოს 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 17.93% შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 36.05 მლნ ლარით (0.10%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.98 მლნ ლარით (1.57%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.77%-ით).