მდინარაძე – „ფარას“ ანალოგზე: ეს არის ამერიკული კანონი, კატასტროფულად და გაცილებით მკაცრი, რომელზედაც ხმას ვერ იღებენ
“წარმოიდგინეთ, რომ რაღაც კანონს, მსუბუქ ფორმას დაარეგისტრირებდი და ამაზე ჩამოიქცეოდა ქვეყანა; მერე გაცილებით მძიმე კანონს, იმავე ვერსიას დაარეგისტრირებდი და ამაზე ხმას ვერ ამოიღებდა ვერავინ, ეს ხომ არის პარადოქსი?!”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ფარას“ ანალოგზე საუბრისას განაცხადა.
„არა რუსულ კანონს, რომ დარბოდნენ და 100 ათასობით გამეორებას რომ ჰქონდა მარტო სოციალურ ქსელებში ამ დასპონსორებულ და ბინძურ კამპანიას, ახლა რატომ არ იძახიან, უფრო მკაცრს კანონზე რატომ ვერ იღებენ ხმას?! იმიტომ რომ ყველა წინა, მათი პიარაქტივობები იყო ცრუ. მათ სამწუხაროდ შეძლეს საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის გაბითურება, მოტყუება. დღეს ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ვამხელთ ორი წლის განმავლობაში მათ ბინძურ კამპანიას და იმას, რომ ის ახალგაზრდები თუ არაახალგაზრდები, ვისაც მართლა ეგონა რომ რუსულ კანონს იღებდა საქართველოს ხელისუფლება და პარლამენტი ახლა დარწმუნდნენ, რომ ეს არის ამერიკული კანონი, კატასტროფულად და გაცილებით მკაცრი, რომელზედაც ხმას ვერ იღებენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.