“ჰერჩინსკიზე უნდა ვთქვა, რომ ეგ საქართველოში პროკურორი, საქართველოს განმკარგულებელი და ის ადამიანი არ არის, რომელსაც შიდა პროცესებში ჩარევის უფლება აქვს” – ვოლსკი

“ჰერჩინსკიზე უნდა ვთქვა, რომ ეგ საქართველოში პროკურორი, საქართველოს განმკარგულებელი და ის ადამიანი არ არის, რომელსაც შიდა პროცესებში ჩარევის უფლება აქვს – [ჰერჩინსკიმ] თავისი პოლიტიკური გემოვნება გამოავლინა, რაც ასევე არასწორი, არადიპლომატიური და ხშირ შემთხვევაში ძალიან ხეპრულია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება შეაფასა.

„ჰერჩინსკიზე უნდა ვთქვა, რომ ეგ საქართველოში პროკურორი, საქართველოს განმკარგულებელი და ის ადამიანი არ არის, რომელსაც შიდა პროცესებში ჩარევის უფლება აქვს. [არ აქვს უფლება] შეკრიბოს ის ხალხი, რომელიც წარმოუდგენია, თითქოს ევროპული ინტერესების გამტარებლად და მით უმეტეს, რომ ორგანიზება გაუკეთოს გარკვეულ პოლიტიკურ აქციებს და ჩაერთოს ისევე, როგორც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა. შალვა პაპუაშვილი კანონმდებელია და თავის დასკვნებს პოლიტიკურ შეფასებებს აძლევს მიმდინარე პროცესებს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, მაგრამ ჰერჩინსკის ერთი მოსწონს, მეორე არა. თავისი პოლიტიკური გემოვნება გამოავლინა, რაც ასევე არასწორი, არადიპლომატიური და ხშირ შემთხვევაში ძალიან ხეპრულია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ “ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები