საქართველოს რკინიგზა 2024 წლის წინასწარ ფინანსურ შედეგებზე დაყრდნობით, მენეჯერულ ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს რკინიგზა 2024 წლის არააუდირებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ შედეგებზე დაყრდნობით მენეჯერულ ანგარიშს აქვეყნებს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 656,9 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს რკინიგზის მოგებამ კი საპროცენტო და ცვეთის ხარჯებამდე (EBITDA) 31%-ით მოიმატა და 221,1 მლნ ლარი შეადგინა.
2024 წლის წმინდა მოგება 67,9 მლნ ლარია, რაზეც მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა საკურსო ცვლილებით გამოწვეულმა ზარალმა (53,8 მლნ ლარი) განაპირობა.
საქართველოს რკინიგზა ლიკვიდურობის მაჩვენებლების გაუმჯობესებასაც განაგრძობს.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ფულადი სახსრები 318.3 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 34.8 მლნ ლარით აღემატება.