ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას აჩერებს

ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები