საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეწვია
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეწვია. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, მინისტრს შეხვდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კულტურის სამინისტროს შორის მომავალი ურთიერთობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და გეგმები.