“გვიხარია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები ჩვენს მიდგომებს ემთხვევა და იზიარებს” – ირაკლი ზარქუა

“საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია. მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს, რასაც ჩვენ ვამბობთ”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ის უბედურება და ტრაგედია, რაც უკრაინაში ტრიალებს, მიუღებელია.

“ომი უნდა დამთავრდეს, ეს პირველი ნაბიჯია. ვის რა როლი და ფუნქცია ექნება, ამას დავინახავთ. ომი და სისხლის ღვრა უნდა დასრულდეს. გვიხარია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები ჩვენს მიდგომებს ემთხვევა და იზიარებს. კითხვებით ამერიკის ელჩს მიმართონ, რომელიც სხვათა შორის, არ ჩანს. ოპოზიციამ თავისი პრეტენზია გადაუგზავნოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები