პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მასატო კანდას ADB-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მასატო კანდას აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე-11 პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ  X-ზე წერს, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის სანდო პარტნიორია.

“წარმატებებს ვუსურვებ მასატო კანდას მდგრადი, ინკლუზიური და მედეგი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის სანდო პარტნიორია არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და საფუძველს შექმნის ეფექტიანი ინიციატივებისთვის, რომლებიც ჩვენი ერისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

https://x.com/PM_Kobakhidze/status/1894011550429573227

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები