“ევროპა დღეს თუ რამით უნდა იყოს შეშფოთებული, ეს არის ის, რომ ასეთი დიდი და მასშტაბური გეოპოლიტიკური გადალაგების პირობებში მაგიდაზე ევროპის ადგილი არ არის” – ლევან მახაშვილი
“შეშფოთება ახსენეს და თუ ევროპა დღეს რამით უნდა იყოს შეშფოთებული, ეს არის ის, რომ ასეთი დიდი და მასშტაბური გეოპოლიტიკური გადალაგების პირობებში მაგიდაზე ევროპის ადგილი არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„თუ რამით უნდა იყვნენ შეშფოთებულები, პირველ რიგში ამით უნდა იყვნენ დაკავებულები, რეალური პრობლემებით. ჩვენ სწორედ იმაზე გვქონდა საუბარი, რომ გამოგონილ, ხელოვნურ პრობლემებზე კი არ უნდა სდიონ, არამედ რეალურ პრობლემებს და რაც ევროპას ხელს გვიშლის, რომ ნამდვილად ძლიერი აქტორი ვიყოთ საკუთარი მოსახლეობისთვის. სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკის გამოა, რომ ევროპის ადგილი არ არის ამ სახის მოლაპარაკებების მაგიდაზე და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მთავრობების დაცემას ვხედავთ სწორედ იმიტომ, რომ ხელოვნურ პრობლემებს მისდევენ და მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე არ ზრუნავენ“, – განაცხადა მახაშვილმა.