პესკოვი – “ჩვენ ვერ ვხედავთ ევროპასთან დიალოგის განახლების საფუძველს”

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, ევროპული ქვეყნები მოქმედებენ იმ იდეით, რომ ომი უკრაინაში უნდა გაგრძელდეს

“ვიმედოვნებთ, რომ ვაშინგტონი გააანალიზებს უკრაინის კრიზისის ძირეულ მიზეზებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, ჩვენი ევროპელი კონკურენტების ყურადღება ამ საკითხზე მიგვეპყრო, მაგრამ მათ, ისევე როგორც აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ, უარი თქვეს ამაზე. ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ ევროპასთან დიალოგის განახლების საფუძველს.

ევროპელები აგრძელებენ სანქციების დაწესების გზას და მოქმედებენ იმ იდეით, რომ ომი უნდა გაგრძელდეს. ეს ეწინააღმდეგება უკრაინის საკითხის გადაწყვეტის მოძიების სურვილს. ფაქტობრივად, ჩვენ საქმე გვაქვს ამერიკელებთან”,- განაცხადა პესკოვმა.

კრემლის სპიკერი მიესალმა აშშ-ის სურვილს, რეფორმირება მოახდინოს რუსეთისადმი მიდგომის შესახებ.

“ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემები და საკითხები, რომლებიც აფერხებს ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობას, განიხილება შაბათ-კვირას აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ექსპერტულ მოლაპარაკებებზე”,- აღნიშნა სპიკერმა.

მანამდე, თეთრი სახლის სპიკერის, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შეიძლება, ამ კვირაში მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ. პესკოვმა კი თქვა, რომ ამ საკითხზე მათ ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები