“კაია კალასი უსამართლო და არაობიექტურია, ასევეა ურსულა ფონ დერ ლაიენიც; კალასი ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავდა, მისი მეუღლე კი, მგონი, დღემდე აგრძელებს რუსეთთან ვაჭრობას” – ზარქუა

“კაია კალასს ამ თემაზე საუბარი უნდა აეკრძალოს, რადგან უსამართლო და არაობიექტურია, ეს ქალბატონი ორმაგი სტანდარტის სიმბოლოა, ასევეა ურსულა ფონ დერ ლაიენიც, კალასი სანქციებზე მოგვიწოდებდა და ნოტაციას გვიკითხავდა, მისი მეუღლე კი, მგონი, დღემდე აგრძელებს რუსეთთან ვაჭრობას, ფულს შოულობს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ამ დროს, ეს ადამიანი მოგვიწოდებდა სანქცია დაუწესეთ რუსეთსო, რათა ეკონომიკა ჩამოგვენგრია. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, როგორც ახლა დასკვნამდე მივიდნენ, რომ ევროპა სანქციებით ვერაფერ ხეირს ვერ მიიღებდა და ვერც რუსეთი დაისჯებოდა. მაშინ, ეს არ აინტერესებდა, მისი მეუღლე ხომ ფულს აკეთებდა? – თურმე, საქართველოში მომიტინგეების მიერ სახელმწიფო უწყებებზე შეტევა, დაწვა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა სიტყვის თავისუფლება იყო, მაგრამ იგივე მცდელობები რომ ევროპაში ჰქონდათ, ურსულამ კომენტარი გააკეთა, რომ ეს ყველაფერი დაგმო. ეს ორმაგი სტანდარტი უნდა დამთავრდეს. ორმაგ სტანდარტზე რომ იდგნენ ევროპის ძირითადი სახელმწიფოები, ამიტომაც ჩამოიშალნენ მისი მთავრობები. შოლცი სად არის? ბატონი როთი? რამონო? – ვერც ევროპარლამენტში მოხვდა, ვერც გერმანიაში, თავის პარლამენტში. ფოტიგა პოლიტიკური ამბებიდან გავისტუმრეთ, კუბილიუსი კოსმოსის შესწავლის ცენტრს მიაბარეს. სად არიან ჟიგმანტუსები და გიჟმანტუსები? გესმით?! ჩვენი მავნებლები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ვისაც აფინანსებდა, ყველა პოლიტიკიდან გაიწია, ყველა პოლიტიკურად ჩაირეცხა და პოლიტიკას საერთოდ გამოეთიშა. დაწყებული როთით. კიზინგერი გახსოვთ? – მორალს გვიკითხავდა.

სად არის კოზინგერი? – „მტირალა ბიჭი“ დაარქვეს და ამ იარლიყით საერთოდ გააგდეს. მენდესი რომ იყო, კორუფცია არის საქართველოშიო, საერთოდ დაიჭირეს კორუფციის მუხლით, დაუმატეს სამშობლოს ღალატი და 20 წლიანი მიუსაჯეს. აი, ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტი. ახლა ჯო უილსონი – გვიფრთხილდი. რაღაცა იციან თქვენზე, ან ამთავრებთ კარიერას, ან რაღა გაქვთ მიქარული და ამიტომ აფინანსებენ, ვინც გადის პოლიტიკიდან. როთს აქ, საქართველოში 300 წელი შეუსრულდა და პოლიტიკიდან საერთოდ გავიდა. როგორც აქ არიან „ნაცმოძრაობა“ უსამშობლოთა ლუზერები, ესეთ ლუზერ „ტიპებს“ იკრებენ გარშემო როგორც ევროპარლამენტში, ასევე ამერიკაშიც. ვენაცვალე, ტრამპს და მასკს – სამართლიანობა მოდის. სამართლიანობა დაიწყება ევროპის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლით. სამწუხაროდ, დღეს რასაც ვხედავთ, ეს ორმაგი სტანდარტია, რადგან ლობისტური კომპანიის მიერ დაქირავებული ლიდერები, რასაც უნდათ, იმას ლაპარაკობენ. ეს არ არის ევროპული ღირებულება. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ევროპული ღირებულებები ევროპაში“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები