უკრაინაში რუსეთის შეჭრის 3 წლისთავზე, უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა პატივსაცემად ლისის ტბის მიმდებარედ მონუმენტი ყვავილებით შეამკეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 3 წლისთავზე, უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა პატივსაცემად ლისის ტბის მიმდებარედ მონუმენტი ყვავილებით შეამკეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

“დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 3 წლისთავზე, უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა პატივსაცემად ლისის ტბის მიმდებარედ, სარეკრეაციო პარკში გაიმართა მონუმენტის ყვავილებით შემკობის საზეიმო ცერემონია.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამხედრო ატაშეების ასოციაციის, უკრაინული თემის, Plast in Georgia/ პლასტი საქართველოში წარმომადგენლები.

უკრაინელების სრულმასშტაბიანი წინააღმდეგობის, გამბედაობისა და შეუპოვრობის სამი წელი

#StandForJustPeace

#SupportUkraine

ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის.

ჩვენ გვახსოვს დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი.

მადლობას ვუხდით კერძო კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის”,- წერს საელჩო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები