თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უწყებათშორისი კომისია იმუშავებს

  უწყებათშორისი კომისია თვითმმართველობის არჩევნების პერიოდშიც იმუშავებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
“უწყებათშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც მუშაობდა და მას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. ის იყო ძალიან ეფექტური და განსხვავებული იმისგან, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არსებობდა. მართალია ფუნდამენტური და სისტემური დარჯღვევები, რასაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს აღარ ფიქსირდებოდა, მაგრამ ეს კომისია დარღვევებზე ადეკვატურ რეაგირებას ახდენდა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, უწყებათშორისი კომისია თვითმმართველობის არჩევნების პერიოდშიც იმუშავებს“,- განაცხადა მანანა კობახიძემ. კობახიძე არჩევნების დროს სისტემურ დარღვევებს გამორიცხავს. მისი თქმით, თუ იქნება უმნიშვნელო დარღვევები, მას რეაგირება მოჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები