“ვნახეთ, როგორი საცოდავი სანახავი იყო ქართულ ოპოზიციად წოდებული, საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი; ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგიც სადღაც ბუჩქებთან” – კირცხალია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ  „იმედის კვირაში“ ქართულ ოპოზიციასა და ტრამპის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

კირცხალიამ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჩასულ ოპოზიციონერებს “საცოდავი სანახავი” უწოდა.

„ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი საცოდავი სანახავი იყო ეთნიკურად ქართველები, ქართულ ოპოზიციად წოდებული, მაგრამ რეალურად საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი. ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგი სადღაც ბუჩქებთან. ნამდვილად საცოდავი სანახავი იყო ეს მათი რაღაც მცდელობა და ასევე მათი რაღაც ცრუ აღქმების შექმნა, იმ ცრუ ნარატივების შექმნა და გატარება. ახლა ვხედავთ უკვე, ნახევრად ხუმრობით, ორ სიტყვიან ანეკდოტს, „ტრამპი არს პრორუსი“, – განაცხადა  კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები