ქადაგიშვილი – რუსეთ-უკრაინის ომზე: ყველა მხარეს ჰქონდა თავისი მიზანი ამ ომში, არა მარტო რუსეთს, არამედ კოლექტიურ დასავლეთსაც და ეს ყველაფერი მოხდა უკრაინელების ხარჯზე, უკრაინის ტერიტორიაზე

“ყველა მხარეს ჰქონდა თავისი მიზანი ამ ომში, არა მარტო რუსეთს, არამედ კოლექტიურ დასავლეთსაც და ეს ყველაფერი მოხდა უკრაინელების ხარჯზე, უკრაინის ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.

„დასაწყისშივე ეს პრობლემატიკა გადმოვიდა საქართველოზე იმიტომ, რომ აქ ოპოზიციამ მაშინვე დაიჭირა აბსოლუტურად ხისტი, კონფრონტაციული პოლიტიკის გატარების სურვილი და პარლამენტში დიდი აყალ – მაყალი მოაწყვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო ისეთი ტიპის რეზოლუციები, რომელიც მაქსიმალურად გაამწვავებდა ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთთან.

წამოვიდა ძალიან სერიოზული ზეწოლა საქართველოზე შიგნით, ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან და გარედან“, – აღნიშნა  ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები