გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება

გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო,  მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება.

შესაბამის ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“ძვირფასო მგზავრებო!

გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი

24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი

24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები